თავდაცვის მინისტრი - თუ საჯარო პირი კონსტიტუციას არღვევს, პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს - იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია და მის აღსრულებაში პრობლემას ვერ ვხედავ

თუ საჯარო პირი საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, პასუხისმგებლობაც უნდა გაითავისოს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ მიიჩნევენ და წესით, თანამდებობიდან უნდა წავიდეს“.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, ხომ არ აისახება იმპიჩმენტი უარყოფითად კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ბურჭულაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

„საჯარო პირები კონსტიტუციის დაცვის მაგალითები უნდა იყვნენ. თუ საჯარო პირი საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც ყველამ უნდა გაითავისოს. იმპიჩმენტის პროცესი ზოგადად, დემოკრატიის ნაწილია. სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა სამართალში გათვალისწინებული და მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დემოკრატიის ნაწილის აღსრულებაში. ასე, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაშიც რამდენჯერმე ყოფილა დაყენებული პრეზიდენტების იმპიჩმენტის საკითხი და ამას დემოკრატიისთვის ხელი არ შეუშლია”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება