აკაკი მინაშვილი უმრავლესობას - თუ ვინმეს უნდა არეულობის მოწყობა, კარვების აკრძალვა ხელს შეუშლის? - აქამდე, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კრძალავდით კარვებს აქციების დროს, მაშინ უკანონოდ იქცეოდით?

თუ ვინმეს უნდა არეულობის მოწყობა, კარვების აკრძალვა ხელს შეუშლის? - აქამდე, თქვენ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კრძალავდით კარვების გამოყენებას საპროტესტო აქციების დროს. ანუ, მაშინ უკანონოდ იქცეოდით? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, იგივე მოტივაციით {არეულობის აკრძალვით} მმართველ გუნდს შეუძლია ადამიანების საპროტესტო შეკრებაც აკრძალოს.

„ის მიზეზი, რომელიც განმარტებით ბარათში გაქვთ მოყვანილი არეულობებთან დაკავშირებით, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ არასერიოზულია. გინდათ, ვიღაც დააჯეროთ, რომ ამის გამო შემოგაქვთ კანონმდებლობა. არავისაც არ უნდა, თუ ვინმეს უნდა არეულობის მოწყობა, კარვების აკრძალვა შეუშლის ხელს?

იგივე მოტივაციით და იგივე წარმატებით შეგიძლიათ ადამიანების საპროტესტო შეკრება აკრძალოთ. ვთქვათ, რომ შეიძლება არეულობა მოხდეს. ვიღაც თქვენიანი ამბობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა იგეგმებაო? მაშინ, რატომ არ არის განხორციელებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები?

აქამდე, თქვენ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კრძალავდით კარვების გამოყენებას საპროტესტო აქციების დროს. ანუ, მაშინ უკანონოდ იქცეოდით? კანონს არღვევდით?-აღნიშნა მინაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო