ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას - რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება?!

რატომ ნაყავთ წყალს, როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება?! - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატს, გივი მიქანაძეს, რომელმაც პარლამენტის წევრებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დაჩქარებული წესით წარუდგინა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სადაც კი რაიმე რევოლუცია მომხდარა და ქუჩაში აქციებითა და მღელვარებით ხელისუფლება შეცვლილა, იქ მთავარი მოქმედი პირი იყო ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები.

„ჩვენს უახლეს ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლები, მიიღეს ასეთი ცვლილება, სწორედ გახშირებული მიტინგებისა და აქციების გამო, რომ სამთავრობო შენობებთან ადრე თუ არ შეიძლებოდა 20 მეტრზე მეტად მიახლოება, 50 მეტრამდე გაზარდეს ეს დისტანცია. პანტაპუნტით იჭერდნენ მერე აქტივისტებს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამან არ უშველა, აგერ ოპოზიციაში სხედან. ჰკითხეთ რამდენად უშველა ასეთმა ძალისხმევამ. ზუსტად იგივეა რისი ცვლილებაც გინდათ. პრევენცია გინდათ იმის, რომ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდეს და თუ გამოვა რაღაცნაირი ბერკეტი გქონდეთ. მოდით ახლა კაცობრიობის ისტორიას გადავავლოთ თვალი, ჩვენს უახლეს ისტორიასთან ერთად. სადაც კი რაიმე რევოლუცია მომხდარა და ქუჩაში აქციებითა და მღელვარებით ხელისუფლება შეცვლილა, იქ მთავარი მოქმედი პირი იყო ხელისუფლება და მის მიერ დაშვებული შეცდომები, რომ ის არ უგდებდა ყურს ხალხს, არ ფიქრობდა ხალხის რეალურ პრობლემებზე, ხალხის გასაჭირზე, სადღაც თავისას ერეკებოდა და ის შედეგები უდგებოდა ყველას, რომელიც დაუდგა. იანუკოვიჩი იქნებოდა, საფრანგეთის რევოლუცია და თუ ნებისმიერი სხვა. ასე რომ, აბსოლუტურად ამაო ძალისხმევით ხართ, ჩემი აზრით, დაკავებულები და მეც იმავე კითხვას დაგისვამთ, რაც ჰერმანმა გკითხათ, რატომ ნაყავთ წყალს? როცა იცით, რომ წყლის ნაყვის შედეგად არაფერი დარჩება?!“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება