თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას - სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა - ვეწინააღმდეგები მის იმპიჩმენტს, რადგან პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც სათრევად გახადეთ კანდიდატის სტატუსის წინ

სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა. თქვენ აირჩიეთ ეს ქალბატონი, თავს რომ იკლავდით. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები მის იმპიჩმენტს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც სათრევად გახადეთ კანდიდატის სტატუსის წინ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ხელისუფლების „უზნეო საქციელის ბრალი იქნება“.

სალომე ზურაბიშვილს თუ დამაცვევინებდით, როგორ წარმომედგინა. თქვენ აირჩიეთ ეს ქალბატონი, თავს რომ იკლავდით. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები მის იმპიჩმენტს, იმიტომ, რომ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რომელიც სათრევად გახადეთ კანდიდატის სტატუსის წინ. როდესაც აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომიო, მაშინ ტაშს უკრავდით, მაშინ აირჩიეთ, მდინარაძემ თქვა „დავდეთო“.

კანდიდატის სტატუსის წინ გვეუბნებიან, რომ არ არყიოთ სიტუაცია, არ შემოიტანოთ ახალი განხეთქილება და მაინც და მაინც ახლა აკეთებთ ამას. ალბათ, გინდათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რათა დიდხანს დავშორდეთ ევროპას.

მით უფრო მაშინ, როდესაც დადგინდა, რომ გენპროკურორი ფარცხალაძე „ფეესბესთან“ კავშირში ყოფილა, არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. თუ თქვენი უზნეო საქციელის გამო საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ, ხელისუფლებას“,- აღნიშნა ჩარკვიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო