ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ყოველწლიურად ატარებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს - ვიმედოვნებთ, რომ არა ერთი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, თანადგომა გამოხატოს იმ ღირსეული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელნიც ჩვენს ქვეყანას თავდადებით ემსახურნენ, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მიღებას იწყებს.

„17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ეს დღე, ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ყოველწლიურად ატარებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, სამსახური, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა მიზანია, საზოგადოების ფართო ფენების, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, საზოგადოებაში ვეტერანის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ვიმედოვნებთ, რომ არა ერთი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, თანადგომა გამოხატოს იმ ღირსეული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელნიც ჩვენს ქვეყანას თავდადებით ემსახურნენ და დღესაც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან ჩვენი სამშობლო.

ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების თაობაზე, რომელიც მასმედიის საშუალებებით გაშუქდება, წინადადებების შესახებ, გთხოვთ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge ან დაუკავშირდეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ცხელ ხაზზე: 2 48 16 26“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება