სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - მაინტერესებს, გეგმავთ მოითხოვოთ USAID-ის ქვეყნიდან გაძევება, რომ რეაგირება მისცეთ სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს?

მე არ ვიცი, თქვენ თუ გახსოვთ, ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გყავდათ, [ალექსანდრე] ჭიკაიძე, რომელმაც 2014 წელს გამოაცხადა, რომ “საბურავების რევოლუცია” იგეგმებოდა. მაშინ რატომ არ აკრძალეთ, მაგალითად: საბურავების გაყიდვა? თუ ეს არ იყო სანდო ინფორმაცია და ახლა სანდო ინფორმაცია გაქვთ? - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

სამადაშვილი დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება USAID-ის ქვეყნიდან გაძევება იმისთვის, რომ „ადეკვატური რეაგირება მიეცეს სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს“.

„დღეს თქვენ აქ ცდილობთ დაგვარწმუნოთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც უნდა შეიქმნას ამ ცვლილებებით, უკავშირდება იმას, რომ სუს-მა გაგვაფრთხილა შესაძლო გადატრიალებაზე. მე არ ვიცი, თქვენ თუ გახსოვთ, ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გყავდათ, [ალექსანდრე] ჭიკაიძე, რომელმაც 2014 წელს გამოაცხადა, რომ „საბურავების რევოლუცია“ იგეგმებოდა. მაშინ რატომ არ აკრძალეთ, მაგალითად: საბურავების გაყიდვა? თუ ეს არ იყო სანდო ინფორმაცია და ახლა სანდო ინფორმაცია გაქვთ?

ასევე, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ამ პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინოდ დაადანაშაულა აშშ-ს მთავრობა, საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომ ხელს უწყობს სახელმწიფო გადატრიალების, ფაქტობრივად, მომზადებას და დაკითხა მათი პროგრამით ჩამოსული სერბი მოქალაქეები სუს-მა. მე მაინტერესებს, თქვენ გეგმავთ მაგალითად, რომ მოითხოვოთ USAID -ის ქვეყნიდან გაძევება იმისთვის, რომ რეაგირება მისცეთ ადეკვატური, სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს? ასევე, მე მაინტერესებს, ვენეციის კომისიას ეს კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა? თუ არ გადაეგზავნა, როდის გადაუგზავნით, იმიტომ, რომ ცალსახად არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება