„გორის დღე 2023“ 8 ოქტომბერს გაიმართება

„გორის დღე 2023“ 8 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყება.

ინფორმაციის მიხედვით, გაიმართება და სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები და აქტივობები.

„12:30 საათზე დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე, გაიმართება „ლუდის ფესტივალი“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, ტურისტული კუთხე - „ჯიპ - ტური“.

„გორის დღე 2023 “- ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ „ქიმერა“, ადგილობრივი ბენდი SOFT WAVE და „მგზავრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება