შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას - თქვენ ხართ პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე და თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა - ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური განაჩენი

ქალბატონო თინა, თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური განაჩენია, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარეს, სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მისი ფრაქციის წევრებიც კი არ ესწრებიან.

„სიჩუმე ყველაზე კარგი პასუხია თქვენს ისტერიულ გამოსვლაზე. ქალბატონო თინა, თქვენ ხართ პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე და თქვენ ისტერიულ გამოსვლას თქვენი ფრაქციის არცერთი წევრი არც კი ესწრებოდა. ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური განაჩენი თქვენი ისტერიისთვის,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება