თამარ ჩუგოშვილი - მოვითხოვ, წარმოადგინონ მტკიცებულებები, როცა ამტკიცებენ, რომ ევროპულ შეხვედრებზე იყო მოლაპარაკებები ან ისეთი ქმედება, რითაც პრეზიდენტი შეიჭრა მთავრობის საქმიანობაში - გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო

მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები - როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ [ევროპულ შეხვედრებზე] იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი შეიჭრა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო , - ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ვიზიტებზე თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი უარს იღებდა, სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ ეს საგარეო ურთიერთობებიდან მის იზოლირებას ემსახურებოდა.

„დადგენილი პრაქტიკა იყო და როდესაც სისტემატური თანხმობის შემდეგ, უცებ უარს შეეჯახა, ჩათვალა, რომ ეს ემსახურებოდა მის იზოლირებას საგარეო ურთიერთობებიდან, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ქვეყნისთვის. ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიღონ, რას ამბობენ - ისინი პრეზიდენტის როლს ცალსახად პოზიტიურად აფასებენ. მან ჩათვალა, მის შეხვედრებზე უარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩამოშორდეს საგარეო ურთიერთობებს და ამან შეიძლება დააზიანოს ის დიდი მიზანი, სადაც ერთად ვართ. პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მთავრობა კარგად ახერხებს თუ არა თავისი უფლებამოსილების განხორციელების, საჯაროდ აქვს ნათქვამი.

პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებს ესაუბროს ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა წევრი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს ყველა უმაღლესი წარმომადგენელი უნდა ესაუბროს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად უნდა დადიოდნენ, უნდა მოიარონ ყველა წევრი ქვეყანა. მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები, სასამართლომ მოსთხოვოს მათ იგივე სტანდარტი. როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში შეიჭრა, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო. მათი მხრიდან მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი და ჩვენს მხარეს სთხოვთ მტკიცებულებებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება