შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას  - პარლამენტის არხი კი შევქმენით, მაგრამ ტელევიზია არ ვართ, ვართ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ზედამხედველობის ფარგლებში უსმენს მინისტრს - კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ

კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენისკენ მოუწოდა.

ბოკუჩავა თავმჯდომარეს „მინისტრის საათის“ გადადების თხოვნით მიმართა, რადგან საინფორმაციო დღე დასასრულს უახლოვდებოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი არ არის ტელევიზია, არამედ არის, საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ზედამხედველობის ფარგლებში, უსმენს მინისტრს.

,,ქალბატონო თინა, ჩვენ პარლამენტის არხი კი შევქმენით, მაგრამ ტელევიზია კი არ ვართ, ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, მათ შორის, საკანონმდებლო ზედამხედველობის ფარგლებში უსმენს მინისტრს. კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ მინისტრს’, ’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება