ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენელს - ეს ადეიშვილის სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით

ეს ადეიშვილის სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და პატივი ეცით, - ასე მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს მაია კოპალეიშვილს.

სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლოში კოპალეიშვილსა და კობახიძეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძე დაინტერესდა, პრეზიდენტის უცხოეთში სამუშაო ვიზიტით იყო თუ პირადი ვიზიტით და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის დარბაზში ყოფნა, რადგან „რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს, მისი წარმომადგენლები სხვა რამეს ამბობენ“.

კობახიძის ამ ფრაზის შემდეგ კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ აპროტესტებს და მოიხსნას ისეთი კითხვები, რომელიც კავშირში არ არის წარდგინებასთან, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ კოპალეიშვილის მიმართა, რომ „ადეიშვილის სასამართლო არ არის. არც გვარამიას სასამართლო, ვისი მოადგილეც იყავით წლების მანძილზე“.

ირაკლი კობახიძის ამ რეპლიკის საპასუხოდ კოპალეიშვილმა მას სერგეი გავრილოვის საკითხი შეახსენა.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით, ვის სასამართლოში ხართ“. მერე, რა მე ვამაყობ მაგით , რომ ვიყავი მოადგილე. სხვათა შორის თქვენ იყავით, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ ამ საქართველოში.

თქვენ მიხედეთ თქვენ წარსულს, გავრილოვი თქვენ ჩამოიყვანეთ, მე არ ჩამომიყვანია“, - დასძინა კოპალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება