ირაკლი კობახიძე - წარმოიდგინეთ, მუსიკაში ერკვეოდეთ და უსმენდეთ კაკაფონიას 7-8 საათის განმავლობაში, ასეთი მძიმე შეგრძნებაა, გაუგონარია, რასაც პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან ვისმენთ - სრული ნონსენსია, უბრალოდ თავის მოჭრაა

წარმოიდგინეთ მუსიკაში ერკვეოდეთ და უსმენდეთ „კაკაფონიას" დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში, ასეთი მძიმე შეგრძნებაა. უბრალოდ გაუგონარი რამეა, რასაც ვისმენთ ჩვენ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან , - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები ისეთ არაკომპეტენტურობას ავლენენ, რომ ეს მათი მიკერძოებითაც კი ვერ გამართლდება.

„ძალიან მძიმე მოსასმენია. აქ სისუსტეზეც კი არ არის საუბარი. ასეთი რამ შეიძლება დააბრალო პოლიტიკურ მიკერძოებას, რაღაც ინტერესებს, მაგრამ რაღაც ელემენტარული კომპეტენცია თუ გაქვს, ასეთ რაღაცებს უბრალოდ ვერ ილაპარაკებ. უბრალოდ გაუგონარია, რასაც ისინი ლაპარაკობენ.

სრული ნონსენსია, სტუდენტები უყურებდნენ ამ ყველაფერს და უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. მაგალითად, სხვადასხვა რამე რომ გგონია „წარმოადგენს“ და „ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს“ ეს არის სირცხვილი. როცა ვერ არჩევენ ერთმანეთისგან სტატუსს და უფლებამოსილებას, ეს არის სირცხვილი. იურიდიული თემაც არაა, ეს არის უნარების უმარტივესი ტესტის თემა. არაკეთილსინდისიერებაა მაინც მთავარი პრობლემა და არა არაკომპეტენტურობა იმიტომ, რომ ასეთი არაკომპეტენტურობა უბრალოდ წარმოუდგენელია და გაუგებარი. გვესმის მათი პოლიტიკური მიკერძოება, ორივე მათგანი არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ისინი არიან მხარის წარმომადგენელი, თუმცა მაინც ვერ გამართლდება გაუგონარი არაკომპეტენტურობა, რასაც ისინი ავლენენ მთელი პროცესის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება