სოზარ სუბარი - ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, რომელიც მიღწეულია ბოლო 3 წლის განმავლობაში, აისახება არა უბრალოდ ციფრებში, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაში

2025 წლისთვის, საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა უნდა მიაღწიოს მინიმუმ 25 ათას ლარს და 2028 წლისთვის, საშუალოდ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს უნდა გაუთანაბრდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილად მისაღწევი ამოცანა, თუმცა შესაძლებელია. ამისთვის გვჭირდება მარტივი რამ - ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, გრძელვადიანი სტაბილურობა , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსმენის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობის განცდა, რათა ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოხდეს, თუმცა ამის ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ოპოზიციის განცხადებები.

„უბრალოდ, სტაბილურობა მარტო კი არ უნდა შევინარჩუნოთ, განცდა უნდა იყოს ამ სტაბილურობის, რომ ადამიანი არ გარბოდეს ქვეყნიდან, რომ შემოდიოდეს ინვესტორი, რომ ადგილობრივ ინვესტორსაც ფულის ჩადება აქ უნდოდეს და არა სხვა ქვეყანაში. ყოველ წუთს, როდესაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ლაპარაკია სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია სწრაფი განვითარების ტემპებზე იფიქრო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს ოპოზიციას არა აქვს ძალა. ამას ხედავს ხალხი და ამიტომაც არის რომ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი არის მიღწეული ბოლო სამი წლის განმავლობაში, რომელზეც ასე ამაყად ვსაუბრობთ და რომელიც აისახება არა უბრალოდ ციფრებში, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო