პროფკავშირების გაერთიანება, 6 ოქტომბერს, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხვალ, 6 ოქტომბერს, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები შეიკრიბებიან, სადაც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს და ინიციატივას დაარეგისტრირებს.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს, რომ დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით, 636 ლარს შეადგენს. მომავალში კი, მოხდეს მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მიაღწიოს საშუალო ხელფასის 60%-ს. იმ ოდენობას, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს.

საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190,000 ადამიანზე მეტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს ყოველდღიური ყოფა გაუუმჯობესდება“, - აღნიშნულია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც „საქსტატის“ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი - 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი - 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!