ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის მეთაური ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს.

„გრანადა, ესპანეთი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი. უკრაინა, სხვა ერებთან ერთად, მონაწილეობს ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით“, - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ზამთრის დადგომამდე აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და დაამატა, რომ პარტნიორებთან ახალი შეთანხმებების მიღწევის საფუძველი უკვე არსებობს.

„ეს დღე ნაყოფიერი იქნება როგორც უკრაინისთვის, ისე მთელი ევროპისთვის", - აღნიშნა მან.

ზელენსკის განცხადებით, გრანადაში ყოფნისას იგი არაერთ ორმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!