გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ შანსი ნულია, რომ იმპიჩმენტს ვინმემ ხმა მისცეს - გახარიას პარტიაში იმდენს ლაპარაკობენ, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა, რაც მაფიქრებინებს, რომ გახარია-ბიძინას თამაშია

კენჭისყრაზე თუ არ ვართ, [როგორ] შეგვიძლია ხმა მივცეთ? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა - ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათი განცხადებების მიუხედავად, მაინც აპირებენ, ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს იმპიჩმენტს“.

„კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი "ფარსია და ფიასკოთი დამთავრდება".

„ბიძინამ შოუ დადგა. ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი - ზურაბიშვილი. ამას გვაყურებინებს ორი-სამი დღეა. კითხვას გისვამთ, საქართველოს მოქალაქე და მისი ინტერესი სად არის ამ პროცესში? სად არის საქართველოს და ევროინტეგრაციის ინტერესი? არც ერთი ამ სამიდან არ არის. სამწუხაროდ, ეს თვითონ ფარსია თავიდან ბოლომდე, რომელიც ფიასკოთი დამთავრდება. თავიდანვე გათვალეს. საკითხი ძალიან კონკრეტულია. შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ქოც, ფარცხალაძის მცველი ხმოსნები. დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ვინც ფარცხალაძეს იცავენ. ეს ადამიანები ხვალ და ზეგ პრეზიდენტს ირჩევენ. იმ თავითვე გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაში წავიდეს. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, მერე თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას",- განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება