საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენაში - Sommet De L’elevage 2023 მონაწილეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ-ფერანში, მეცხოველეობის დარგის გამოფენა - Sommet De L’elevage 2023 გახსნა. მიმდინარე წელს, გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოდან ჩასულმა მესაქონლეობის დარგის სხვადასხვა ასოციაციის წევრებმა გამოფენაზე ქართული წარმოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, დაახლოებით, 105,000 ვიზიტორი სტუმრობს; გამოფენაზე წარმოდგენილია 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც, ქართველ მწარმოებლებთან ერთად, დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უმსხვილესი გამოფენა შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს, გაეცნონ წარმოების საუკეთესო პრაქტიკას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება და სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ფერმერებს, არამედ მთლიანად ინდუსტრიას, მეცხოველეობის წარმოების ჯაჭვის თითოეულ მონაწილეს, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდზე ფრანგ კოლეგას, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს, მარკ ფენოს უმასპინძლა. გამართულ ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა