თაკო ჩარკვიანი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე - ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით - ძალიან სირცხვილია!

ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა. კომუნიზმის პერიოდში, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით. ძალიან სირცხვილია! წყნარად, მშვიდად, გაიწვიეთ ეს სისულელე, უბედურებაა ეს, არაა კარგი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ეს არის აბსოლუტურად „აუტკივებელი თავის ატკივება“.

„რაში გჭირდებათ? ეს ამბავი ხომ ვერ გამოვა?! მესმის თალაკვაძეს არ უნდა, რომ ახსოვდეს ან ვერ უნდა, გუშინ სანდრას ინტერვიუს გადავხედე და 2013 წელს მთლად „ნაციონალი“ ყოფილა ეს კაცი, ეს მე არ ვიცოდი. არ ემახსოვრება, რა თქმა უნდა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, გუშინ გითხარით ეს ამბავი, ჩვენ, ოპოზიციას 3-4 თვის განმავლობაში კარვები გვედგა. ვის რა არაცნობიერი აქვს ხომ იცით, ჩემი არაცნობიერია „კარავში სიცივეა და ლეიბია საჭირო“ და აი, თალაკვაძის არაცნობიერი ეტყობა სხვა არის, მის პოეზიას გადავხედე და მივხვდი, რომ ცოტა ეროტიკული არაცნობიერი აქვს. ვერ ემახსოვრება მას, არ უნდა რომ ახსოვდეს, 4 თვის განმავლობაში დადგმული კარვები. დავუშვათ ოპოზიციამ დადგა კარავი და რა ხდება? რა შიშებია? ოკუპირებული ქვეყანა ვართ. რუსი რომ შემოვა, არ მგონია ერთად არ დავდგეთ. რუსების მხარეს ხომ არ დადგებით? 8 აგვისტოს რუსი რომ შემოვიდა, მთელი ოჯახით ჯაჭვში ვიდექით. მამაჩემი ჯოხით, გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ ჯაჭვში ვიდექით. 21-ე საუკუნეა, ამ ტიპის კანონის მიღება უხერხულია. როგორ მოგდით ეგეთი რაღაც თავში?! ეს არის თავისუფალი სიტყვის შელახვა. კომუნიზმის პერიოდში, სადღაც ადრეულ კომუნიზმში ვბრუნდებით აზროვნებით. ძალიან სირცხვილია! წყნარად, მშვიდად, გაიწვიეთ ეს სისულელე, უბედურებაა ეს, არაა კარგი“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება