კახა კალაძე - პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს და მოსახლეობას, არადა, პირველია ვინც არღვევს ამ ყველაფერს - არაფერს გამოვრიცხავ იმპიჩმენტთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ძალიან ცუდია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მას პირველი არღვევს.

„ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პროცედურა ამას ითვალისწინებს. აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა, კითხვების დასმა, პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია. პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირველი გამოვიდა ის, ვინც არღვევს ამ ყველაფერს", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებები და ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას შეძლებენ, კალაძემ უპასუხა: „დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ, ვინ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შესაძლებელია”.

კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ საკითხზე კომუნიკაცია, კალაძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი პირველად ესმის, თუმცა არაფერს გამორიცხავს.

„პირველად მესმის, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ იმპიჩმენტთან დაკავშირებით”,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო