მაია კოპალეიშვილი - არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა

არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მათ მყარი ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები აქვთ იმის დასადასტურებლად, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„როგორც საქმის განხილვის მიმდინარეობამაც აჩვენა, მხარეს სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და არც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მათი კონსტიტუციური წარდგინება არ პასუხობს იმ პრინციპებს, რაც აუცილებელია მყარი დასკვნის მისაღებად, რომ დადასტურდეს ამა თუ იმ თანამდებობის პირის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!