ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი? -   ამ ყველაფერზე ისეთ პასუხს გავცემთ, რომ ქვას გახეთქავს

საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი? - მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს.

„არ არსებობს ნდობა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. იმიტომ რომ პრეზიდენტი, მაგალითად, 26 მაისს გამოვიდა სამარცხვინოდ და მთავრობის საქმიანობისთვის ბოდიში მოუხადა 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს? ნდობაზეც არაა საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხება. ამ ყველაფერზე ისეთ პასუხს გავცემთ, რომ ქვას გახეთქავს. რაც შეეხება თვითონ სალომე ზურაბიშვილს - ის პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. იცით, რა არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიზანი - ეს არის ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ასეთ დროს როგორ შეიძლება მთავრობამ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მიანდოს ისეთი საქმეების კეთება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან? შესაბამისად, აქ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნაწილში პოზიციები ძალიან მყარია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო