ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას, საქსტატში პრაქტიკის/სტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა პროდუქტიული თანამშრომლობის დასაწყისია, ვინაიდან „საქსტატი“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც კვლევის, ასევე დასაქმების მიმართულებით. ამ თანამშრომლობით ჩვენი სტუდენტებისთვის დიდი პერსპექტივები იშლება. ვფიქრობ, ისინი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში ჩაერთვებიან, რომელსაც საქართველოს „სტატისტიკის“ ეროვნული სამსახური ახორციელებს. ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენი სოციოლოგიის, ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისთვის საინტერესო იქნება კვლევის თვალსაზრისითაც. მათ ეს ინფორმაცია შეუძლიათ მომავალი კვლევის საწყისად გახადონ“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ურთიერთშეთანხმების მიზანია, მხარეებმა სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეუწყონ ხელი; პრაქტიკული გამოცდილების მიღებას; საქსტატში პრაქტიკის/სტაჟირების გავლას; უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, პროგრამის ფარგლებში, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას; სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებას და შესაბამისი უნარების განვითარებას.

„ჩვენ დიდი ხანია უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ და ამ მემორანდუმით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და დასაქმების მიმართულებით. ამ ეტაპზე, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 950-ამდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი. უნივერსიტეტის სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა, ამ მოქნილ სამუშაო გრაფიკზე დაფუძნებულ სამუშაოს შესრულებაში მიიღოთ მონაწილეობა,“- განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს „საქსტატის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება