ირაკლი კობახიძე - თუ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას საგარეო ურთიერთობების შესრულებაზე, მისი როლი საგარეო ურთიერთობებში ნულის ტოლი გახდება, არის თუ არა ეს საფრთხე? - არ არის

საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს ნებართვას, რომ საგარეო ურთიერთობები შეასრულოს, საგარეო ურთიერთობებში მისი როლი ნულის ტოლი გახდება.

მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რით არის განპირობებული ის, რომ არცერთ აქტივობაზე მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევს.

„რაც შეხება იმას, გამოიწვევს თუ არა მთავრობის მუდმივი უარი იმას, რომ პრეზიდენტს საერთოდ აღარ ექნება როლი საგარეო ურთიერთობებში, ვადასტურებ, რომ ასე იქნება. ანუ, თუ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს მთავრობა თანხმობას საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების შესრულებაზე, მისი როლი საგარეო ურთიერთობებში ნულის ტოლი გახდება, რაც აქამდე არ იყო იმიტომ, რომ ის თანხმობას იღებდა. არის თუ არა ეს საფრთხე? - არ არის. პირიქით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიზანი სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თუ მთავრობას არ სურს, რომ ვინმემ რაიმე ფორმით შეასრულოს როლი საგარეო ურთიერთობებში, მას ამის შეზღუდვის სრული უფლებამოსილება აქვს.

„საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საგარეო პოლიტიკა შეიძლება განახორციელოს არა მთავრობამ, არამედ პრეზიდენტმა შეიძლება მოინდომოს ამაში შეჭრა. 52-ე მუხლის მთავარი მისია არის სწორედ ამ საფრთხის პრევენცია. თუ მთავრობას არ სურს, რომ ვინმემ რაიმე ფორმით შეასრულოს როლი საგარეო ურთიერთობებში, მას ამის შეზღუდვის სრული უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პლენუმის თავმჯდომარე მერაბ ტურავამ კობახიძეს ჰკითხა, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს, კონსტიტუციის ავტორებმა აუხსნეს თუ არა, რომ მისი უფლებები ასე შეიზღუდებოდა.

კობახიძე ამბობს, რომ „ასეთ სიღრმეებში არ შესულან“.

„სიღრმეებში არ შევსულვართ, მაგრამ ბუკლეტი რიგდებოდა ქალბატონი სალომეს სახელით, სადაც მითითებული იყო, რომ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში სიმბოლური კომპეტენციები აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სატელეფონო კომუნიკაციაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ნებისმიერი კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან ოფიციალური არხებით უნდა დამყარდეს.

„თუ პრეზიდენტი პრეზიდენტს "უმესიჯებს", ეს წარმოუდგენელი პრაქტიკაა. ნებისმიერი კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან უნდა დამყარდეს ოფიციალური არხებით. პრაქტიკა ასეთია, პრემიერებიც ასე აკეთებენ და პრეზიდენტებიც, რომ როდესაც ვინმეს ტელეფონზე დაკავშირება სურს, მობილურზე კი არ "უმესიჯებენ", საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ხდება ამის შეთანხმება, კომუნიკაცია მყარდება და მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემდეგ ხდება სტანდარტული ხაზით დაკავშირება“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება