ანონსი  6 ოქტომბერი

6 ოქტომბერს, 09:30 საათზე, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით, ჩინეთის შესახებ მაღალი რანგის, რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია -„მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიოში“ გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი 7, (ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი)

საკონტაქტო: 591 00 50 02

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებას შეიტანს.

თემა: უყურადღებოდ დარჩენილი მარჩენალდაკარგულების საქმე

მის: ინგოროყვას ქ.7

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

6 ოქტომბერs, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბჟანიას განცხადება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. სომხეთის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში ახალი ოლიმპიური მუზეუმი და მნიშვნელოვანი გამოცემებით შევსებული ოლიმპიური ბიბლიოთეკა გაიხსნება.

მის: მაჩაბლის ქ.11

საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები შეიკრიბებიან, ხოლო პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს და ინიციატივას დაარეგისტრირებს.

თემა: დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.

მის: საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი, ზუბალაშვილების ქუჩა.

საკონტაქტო: ნინო რაზმაძე - 514 000 432

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი №138

6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი გუნდის იურისტებთან ერთად, საპენსიო სესხებით დაზარალებულ პენსიონერებს შეხვდება.

მის: ქუთაისი, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, (ცენტრალური შესასვლელი)

საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36

6 ოქტომბერს, 16:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, CENN-ი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან Prevent Waste Alliance, RARE, Procredit Bank და Business Media Georgia-სთან ერთად, კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებული ბიზნესებისა და ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

მის: კოსტავას ქ.14

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო