დმიტრო კულება აცხადებს, რომ გრანადაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების საკვანძო საკითხი საჰაერო თავდაცვაა და უკვე არის კონკრეტული შეთანხმებები

გრანადაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების საკვანძო თემა საჰაერო თავდაცვაა, უკვე არის კონკრეტული შეთანხმებები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კუპიანსკის რაიონის დღევანდელი დაბომბვის ფონზე, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ფოკუსირდება.

“სამიტზე გადაწყვეტილებები ორმხრივ შეხვედრებზე მიიღება. პრეზიდენტმა რამდენიმე უკვე გამართა. რა თქმა უნდა, კუპიანსკის ტრაგედიის - მორიგი ტერორისტული თავდასხმისა და ჩვენი მოქალაქეები დაღუპვის ფონზე საკვანძო თემა არის საჰაერო თავდაცვა. საჰაერო თავდაცვა, საზენიტო კომპლექსები, მძიმე სისტემები, დრონების საწინააღმდეგო იარაღი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები - ყველაფერი ის, რაც საშუალებას მოგვცემს ამგვარი ტრაგედიები აღვკვეთოთ და რუსების მიერ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შესაძლებლობა ჩავახშოთ”, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს უკვე აქვს კონკრეტული შეთანხმებები, რომელთა გაჟღერებაც მას ჯერ არ შეუძლია.

“მაგრამ მეტი ასეთი სისტემა იქნება უკრაინაში პრეზიდენტის გრანადაში ვიზიტის შედეგად”, - განაცხადა კულებამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება