ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და ნიკოლ ფაშინიანის განცხადება - მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ

მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივ განცხადებაში არის ნათქვამი.

მიშელმა, მაკრონმა და შოლცმა ხაზი გაუსვევ სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას.

მათ ასევე მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი, სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებებზე დაყრდნობით.

ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან, ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას.

“მათ აღნიშნეს, რომ ამ დევნილებს სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეთ, ყველანაირი პირობების გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგით, მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებებისადმი შესაბამისი პატივისცემით”, - წერია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპელმა ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის ფარგლებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებისკენ, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბედის დასადგენად და განაღმვითი სამუშაოების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება