ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციაზე - უსუსტესი, არავითარი არგუმენტები

სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები - მათი დასკვნები მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი, რაც პოზიციების სისუსტეს აჩვენებს , - ასე შეაფასა სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების დასკვნითი სიტყვა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სამართლებრივი დისკუსიის წარმართვა ვერ შეძლეს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რატომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინა არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომელთაც სხვათა შორის, ბევრად მეტი იურიდიული კვალიფიკაცია აქვთ, არამედ წარმოადგინა პოლიტიკური მიკერძოების მქონე პირები, რომლებიც არსებითად პოლიტიკურ აქცენტებს აკეთებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივი არგუმენტები წარმოედგინათ. ყველაფერი ნათელია, პრეზიდენტის მხრიდან უხეშად დაირღვია კონსტიტუცია, პოლიტიკურ საკითხებს აღარ შევეხები. სალომე ზურაბიშვილი პრინციპულად, შეგნებულად ახორციელებს საბოტაჟს… მიზანი შემდეგია, ერთია, რას ამბობენ ზოგადი სახით, მაგრამ მეორეა, როცა ამტკიცებ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, ეს განცხადება პირდაპირ საბოტაჟია. თუ ფორმალურად ვასრულებთ, რა კანდიდატობაზეა საუბარი? ერთია ზოგადი განცხადება, ზოგად განცხადებებს “ნაცმოძრაობაც“ აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსი უნდათ, მაგრამ მათი თითოეული ნაბიჯი იქითკენაა მიმართული, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ, მათ ალიანსი აქვთ, საერთო პატრონი ჰყავთ, ამის გამოხატულებაა ის საბოტაჟი, რომელიც მისი მხრიდან ხორციელდება. აქ მთავარი იყო ის, რომ სამართლებრივი არგუმენტები წარგვედგინა კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით. ძალიან მყარი არგუმენტები წარვადგინეთ, რომელიც ადასტურებს იმას, როგორ უნდა იყოს ამოხსნილი ეს უმარტივესი, ხუთნაბიჯიანი კაზუსი“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო