სირიაში, სამხედრო აკადემიაზე დრონებით თავდასხმას მინიმუმ 100 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ჰომსში სამხედრო აკადემიაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების სამიზნე გამოსაშვები ცერემონია იყო, რომელსაც კურსანტების ოჯახები ესწრებოდნენ და დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

სირიის არმიაში აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს "ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც მხარს უჭერენ ცნობილი საერთაშორისო ძალები".

ვარაუდობენ, რომ თავდასხმა განხორციელდა ჰომსის ჩრდილო-დასავლეთით ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.

„შეიარაღებული ძალები ამ ქმედებას უპრეცედენტო დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევს და ადასტურებს, რომ უპასუხებს ამ ტერორისტულ ჯგუფებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, - აღნიშნულია შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის განცხადებაში.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ ამბოხებულებსა და ჯიჰადისტებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში მთავრობას ებრძვიან.

სირიის ჯანდაცვის მინისტრის, ჰასან ალ-გაბაშის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაღუპულთა შორის კი ექვსი ქალი და ექვსი ბავშვია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება