6 ოქტომბრიდან ბათუმს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი შეემატება

„გრანდ მოლი“ დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელშიც 100-ზე მეტი საერთაშორისო თუ ნაციონალური ბრენდის სავაჭრო სივრცეა მოწყობილი: Zara, Mango, Massimo Dutti, Stradivarius, Armani Exchange, Guess, GANT, Tommy Hilfiger, Lacoste და სხვა. ზოგრთი მათგანი კი პირველად და ექსკლუზიურადაა საქართველოს ბაზარზე. აქვეა სპორტული, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, კვების ზონები, კინოთეატრი, ფიტნეს კლუბი, ბავშთა გასართობი ცენტრი და ბოულინგი.

ბათუმის „გრანდ მოლში“ 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 21 მლნ. ევროს შეადგენს. სავაჭრო ცენტრი, რომელშიც მთლიანი სალიზინგო ფართი 24000 კვადრატულ მეტრზე მეტია, შედგება ხუთი სართულისგან. პირველ 4 სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო მინუს სართულზე ავტოსადგომი, 150 ავტომანქანაზე გათვლილი.

„გრანდ მოლი“ ფუნქციონირებას 6 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე იწყებს. მისი სამუშაო საათებია 10:00 - 22:00. გახსნის დღეს სავაჭრო ცენტრი პირველ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებას სთავაზობს, 10%-დან 50%-მდე. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქტივობა: მუსიკალური ნომრები, ფოტო ზონები, მასტერკლასები.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება