7 ოქტომბერს ღვინის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს - შეთავაზება დროის კონკრეტულ ინტერვალებზე გავრცელდება

7 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ მისულ სტუმრებს 14:00-დან 15:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ღვინის მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს.

დამთვალიერებლები მუზეუმში იხილავენ ღვინის უძველეს ნიმუშებს, ჭურჭელსა და სხვა არტეფაქტებს, დაათვალიერებენ მისტიკურ სივრცეებს და მოისმენენ ისტორიებს საინტერესო აღმოჩენების შესახებ.

ღვინის მუზეუმი მდებარეობს სიონის ქუჩაზე, სადაც უკვე მეხუთე წელია, „ქართული ღვინის ფესტივალი“ ათასობით სტუმარს მასპინძლობს. ტრადიციულად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ათობით ღვინის სახეობა და უმაღლესი ხარისხის სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტები: პური, ყველი, ჩურჩხელა, თაფლი და სხვა. ღონისძიება მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას.

წელს, ღვინის მუზეუმში უფასო ვიზიტის გარდა, სტუმრებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ: შეხვედრა პროფესიონალ სომელიესთან, WSET 3-ის კურსდამთავრებულ თეონა თოხაძესთან, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“. აღნიშნული მასტერკლასი ღვინის მუზეუმში 15:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

„ქართული ღვინის ფესტივალი“ სიონის ქუჩაზე, 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

#ღვინისფესტივალი

#ღვინო

#ქართულიღვინისფესტივალი

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება