ქართული ღვინის ფესტივალში 50-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას

ქართული ღვინის ფესტივალში, რომელიც 7 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე გაიმართება, 50-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან როგორც მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი მსხვილი თუ მცირე მარნები, ისე ახალი კომპანიები. ღონისძიებაზე მისული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობების აღმოჩენას შეძლებენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქცია: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას.

მიმდინარე წელს ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეა შეხვედრა სომელიესთან. სომელიე, WSET 3, ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე გამართავს შეხვედრას თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“. შეხვედრა ღვინის მუზეუმში 15 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ასევე, ფესტივალის დღეს ღვინის მუზეუმში შესვლა 14:00-15:00 და 17:00-18:00 საათებში უფასო იქნება.

ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა.

ქართული ღვინის ფესტივალი სიონის ქუჩაზე, 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

(R)

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება