შალვა პაპუაშვილი - ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო ზეწოლა

ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო ზეწოლა - რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება.

შალვა პაპიაშვილის თქმით, ეს არის უკვე მე-3 საზღვაო ბაზა, რომლის შექმნაც იგეგმება. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამაზე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ზეწოლით და მეორე მხრივ, ჩვენი პოლიტიკით, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები დავარწმუნოთ იმაში, რომ მათი ბედი არ უნდა იყოს დაკავშირებული ოკუპანტთან, არამედ დაკავშირებული უნდა იყოს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან. აი, ეს პოლიტიკა არის, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საბოლოო გაერთიანებამდე, მათ შორის დიდი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ხაზგასმით ვეუბნებით, რომ ოკუპაცია უნდა იქნას აღიარებული. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში ამ საკითხს მოიხსენიებს ხან, როგორც სადავო ტერიტორიებს, თუ მოწყვეტილ ტერიტორიებს, მოიხსენიებს ადმინისტრაციულ საზღვრად ოკუპაციის ხაზს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა საბედნიეროდ შეიცვალა თავისი პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით უკრაინის საკითხზე, ასევე იყოს მკაფიო საქართველოსთან მიმართებით. როდესაც ჩვენ მიმართ არის მოლოდინები, რომ ჩვენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ვიქნებით მათი თანაზიარი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და მათ შორის ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არ არის. ტექტონიკური ძვრები, ასე ეძახიან იმ პროცესებს, რომელიც მიდის რეგიონში და ამ ტექტონიკური ძვრების მონაწილე რამდენიმე არის და ძირითადი მონაწილე რუსეთია. რა თქმა უნდა, ის ყველანაირად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი [მხრიდან] ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის მეტი ყურადღება საქართველოზე. არის მნიშვნელოვანი ტერმინი ოკუპაციის აღიარება ევროკავშირის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ ხდება და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო ზეწოლა, საერთაშორისო ზეწოლის შინაარსი არის, მათ შორის სწორი სახელების დარქმევა იმისთვის, რაც ჩვენთან ხდება, რომ ეს არის ოკუპაცია და ოკუპაციისთვის ოკუპაციის დარქმევა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა - სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი მოლარეების მიმართ და საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის მიმართ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მან, ასევე, უპასუხა შეკითხვა, რამდენად ემუქრება ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების გამო.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მე მგონი, ვიცით, ვისი ბრალეულობა არის ამაში. ის ადამიანები, რომლებმაც პარტია შექმნეს და ახლა პოლიტიკის ტრიბუნიდან გველაპარაკებიან, ვგულისხმობ „ლელოს“. ამ ადამიანებმა ინვესტორის მოზიდვის ნაცვლად, სახელმწიფოს, თქვენ და ასევე მე, ყველას ერთად გვთხოვდნენ ჩვენი ფულით გარანტიაში დავდგომოდით, რომ მათ მომგებიანი ბიზნესი ჰქონოდათ. ამ პირობით უნდოდათ ფულის ჩადება, არა გარისკვა, ბიზნესის რისკის გაწევა, არამედ ურისკო, გარანტირებული, ჯიბეში ჩადებული ფული. ეს უნდოდა „ლელოს“ დღევანდელ „ლიდერშიფს“ და ამის გამო ჩაიშალა ანაკლიის პორტის პროექტი“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, - განაცხადა ბჟანიამ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით