„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა

„ენერგო-პრო ჯგუფის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია “ენერგო-პრო ეი-ეს” საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ დაასრულა Xallas Electricidad y Aleaciones, S.A.U ("Xeal") და Feroe Ventures & Investments S.L.U. ("Feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა SIXTH STREET- გან.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად “ენერგო-პრო ეი-ეს” 300 მილიონი ევროს სესხი მიიღო J.P. Morgan and Goldman Sachs-ისგან. Xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ენერგო-პრო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პეტრ მილევმა აღნიშნა, ესპანეთში, გალიციაში ჰიდროელექტროსადგურების შეძენა არის მათი საქმიანობის დივერსიფიკაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების შემცირებას.

„პირველად გავედით ევროზონის უმსხვილეს და ჩვენთვის პერსპექტიულ ბაზარზე. აღნიშნული შესყიდვით გაიზრდება გაყიდვების მოცულობა ევროში, რაც პოზიტიურად აისახება ენერგო-პროს კაპიტალის სტრუქტურაზე“, - განაცხადა პეტრ მილევმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ENERGO-PRO თითქმის 30 წელია სპეციალიზებულია ჰიდროგენერაციის მიმართულებით.

„კომპანია ფლობს და ამუშავებს 34 ჰიდროელექტროსადგურს ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში, ჯამური დადგმული სიმძლავრით 859 მეგავატი. ის ასევე აქტიურია ლათინურ ამერიკაში და ამჟამად აშენებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს კოლუმბიაში. ჯგუფი ფლობს ელექტროგამანაწილებელ ქსელს ბულგარეთში და საქართველოში, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ აბონენტს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი, 9000-ზე მეტი თანამშრომლით. ENERGO-PRO-სთან აფილირებული კომპანიები, ასევე, ფლობენ და მართავენ ორ ჰიდროელექტროსადგურს თურქეთში: Alpaslan II და Karakurt ჯამური დადგმული სიმძლავრით 377 მეგავატი, ასევე ორ ჰიდროელექტროსადგურს ჩეხეთში. ჯგუფის ჯამური დადგმული სიმძლავრე 1248 მეგავატს აჭარბებს. ჯგუფის სამრეწველო საყრდენი არის ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროელექტრომექანიკური მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელი Litostroj Group“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო