მამუკა მდინარაძე თაკო ჩარკვიანს - დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ!

ქალბატონო თამარ, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ და იქნებ გაიღიმოთ! ბოდიშს გიხდით, რომ ამას გეუბნებით, მაგრამ ჩვენ რომ რაღაცაზე გაგვეცინება, ამაზე კივილ-წივილს ნუ ატეხთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს.

მანამდე კი, სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თაკო ჩარკვიანმა, თუმცა გამოსვლის დასაწყისშივე სიტყვის შეწყვეტა მოუწია, რაზეც უმრავლესობის მისამართით აღნიშნა „მე მგონი, აქ ერთი ტრენინგი ზრდილობაზე არ აწყენდათ“.

ჩარკვიანს მამუკა მდინარაძემ უპასუხა.

„ქალბატონო თამარ, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, სხვათა შორის. გილოცავთ და იქნებ, გაიღიმოთ. მაშინ, როდესაც სხვები რაღაცაზე გაიღიმებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და თუ შეიძლება, ზრდილობაზე ნუ მიგვითითებთ, ზრდილობის პრობლემები მოიკითხეთ თავად. ძალიან დიდი ბოდიში, უკაცრავად, ამის თქმა რომ მიწევს და ადამიანი რომ გაიცინებს და ამაზე რომ ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები რომ არაფერთან დაკავშირებით არ გაქვთ, ეს არის ამის დასტური და თუ შეიძლება, ცოტა თავი შეიკავეთ ზრდილობაზე მითითებისგან, ძალიან გთხოვთ, უკაცრავად“, - მიმართა მდინარაძემ ჩარკვიანს.

საპასუხოდ, თაკო ჩარკვიანმა მდინარაძეს უთხრა, რომ „პენსიონერი მშიერი კვდება“, რაზეც უმრავლესობის წევრმა უპასუხა, რომ მისი მხრიდან პოპულიზმს აქვს ადგილი.

„ეს არის თქვენი პოპულიზმი, დიახ, მაგრამ ჩვენ რომ რაღაცაზე გაგვეცინება, ამაზე კივილ-წივილს, ბოდიშს გიხდით, რომ ამას გეუბნებით, ნუ ატეხთ, თქვენი პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რადგანაც, მისივე თქმით, დრო გადის, წინ კენჭისყრებია და უსაგნო კამათზე დრო იხარჯება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება