ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ რეკომენდაციებს ევროკომისიიდან ელოდებიან, რის შემდეგაც ის საბოლოო სახით დამტკიცდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ რეკომენდაციებს ევროკომისიიდან ელოდებიან, რის შემდეგაც ის საბოლოო სახით დამტკიცდება.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ არ მიიღო აღნიშნული გეგმა შესაფასებლად ვენეციის კომისიამ. მისი თქმით, ვენეციის კომისია მხოლოდ კანონპროექტებზე მსჯელობს.

„თხოვნა იყო, რომ მესამე მოსმენისას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ჩაგვეგდო, რაც ბოლომდე შევასრულეთ, ჩავაგდეთ. მეორე რეკომენდაცია იყო, რომ გაგვეგზავნა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ევროკომისიაში და ვენეციის კომისიაში. ორივეგან გავაგზავნეთ. თავიდანვე გავიკვირვეთ, რა ესაქმებოდა ამ დოკუმენტს ვენეციის კომისიაში, რადგან ვენეციის კომისია მხოლოდ კანონპროექტებზე მსჯელობს და რა შუაში იყო სამოქმედო გეგმა. საგანგებოდ, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი დაუკავშირდა ევროკომისიაში პარტნიორებს, დააზუსტა, მართლა ითხოვდნენ თუ არა ამის გაგზავნას ვენეციის კომისიაში. როცა დასტური მივიღეთ, აბსურდი იყო, მაგრამ გავაგზავნეთ. ვენეციის კომისიიდან მივიღეთ ლოგიკური პასუხი, რომ ვენეციის კომისიაში სამოქმედო გეგმას არაფერი ესაქმებოდა, რაც თავიდანვე ვიცოდით.

ეს სამოქმედო გეგმა გაგზავნილია ევროკომისიაში, მათგან ველოდებით რეკომენდაციებს და ამის საფუძველზე დამტკიცდება საბოლოო სახით სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ეს პუნქტი თავიდან ბოლომდე შესრულებული იქნება, როგორც კი რეკომენდაციებს მივიღებთ და როგორც კი დამტკიცდება სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით