ხატია დეკანოიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს რომ ვაშენებდეთ და იქ ამერიკული ინტერესები იყოს, რუსეთს ოჩამჩირეში ბაზირება შეიძლება ვერ გაებედა - ესაა მაგალითი „ქართული ოცნების“ რუსეთთან კოლაბორაციონიზმის

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს რომ ვაშენებდეთ და იქ იყოს ამერიკული ინტერესები, რუსეთს ოჩამჩირეში ბაზირება შეიძლება ვერ გაებედა - ესაა მაგალითი „ქართული ოცნების“ რუსეთთან კოლაბორაციონიზმის, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების განთავსება არის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის მცდელობა.

„ამ ბაზების აშენება რა თქმა უნდა, ჩაფიქრებული იყო რუსეთის მიერ და ახლა ჩვენ რომ გვქონდეს გამალებული მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და შავ ზღვაზე იყოს ამერიკული ინტერესები, რაც არ უნდოდა ივანიშვილს, იქნებოდა მნიშვნელოვანი ბალანსი და შეიძლება ვერც გაებედათ რუსებს სამხედრო ბაზირება ოჩამჩირეში. ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც არ უნდა ეცადო რუსეთთან თანამშრომლობას, ურთიერთობების დალაგებას, კოალიციაში შესვლას, წარმოუდგენელია, რომ ამის მიუხედავად რუსეთმა კვლავ არ მიიტაცოს ტერიტორიები, არ შეეცადოს გაძლიეროს თავის სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ როცა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება გაჩნდეს ახალი სამხედრო ბაზა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ჩავარდნის, რუსეთთან დალაგებიდან კოლაბორაციონიზმში გადაზრდის”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის