არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს - პოპულიზმი რომ ოლიმპიური სახეობა იყოს, თქვენ, ბატონო გიორგი, უდავოდ ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით

პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა, თქვენ, ბატონო გიორგი, ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, წლების წინ პრემიერ-მინისტრს სესხების განულების გამო აკრიტიკებდნენ და ახლა, იგივე თურმე კეთილშობილური საქმეა. თალაკვაძის შეფასებით, ეს წმინდა წყლის პოპულიზმია.

„ბატონი გიორგი ვაშაძე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის მთელი ზრდა პენსიონერებს მივცეთო და დანარჩენი მიმართულებები მოვხსნათ დღის წესრიგიდანო. გავუნულოთ სესხებიო, ოღონდ თქვენ ხართ ის ბატონი გიორგი ვაშაძე, ის ბატონი პაატა მანჯგალაძე და ბატონი დანარჩენები, რომლებიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდით, რომ სესხების განულება არის მოქალაქეების მოსყიდვა და არ შეიძლებაო და ახლა როცა თქვენ გჭირდებათ თურმე სესხების განულება არის კეთილშობილი საქმე და ამ არჩევნების წინ არაფერი პრობლემა არ არის. ეს რომ წმინდა წყლის პოპულიზმია ეს განცხადება, მე მგონი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, რადგან ჩვენი პენსიონერები არიან ამ საზოგადოების ნაწილი და ის ხარჯები, რასაც მთავრობა სწევს მათაც ეკუთვნით. ანუ ამ ჯანდაცვით, სოციალური დაცვის სისტემით, რომელსაც ფულს ვუზრდით სარგებლობენ პენსიონერებიც და იმ გაზრდილი ხელფასებითაც პენსიონერების ოჯახის წევრები სარგებლობენ. მოკლედ რომ გითხრათ, პოპულიზმი რომ იყოს ოლიმპიური სახეობა თქვენ, ბატონო გიორგი ოლიმპიური ჩემპიონი იქნებოდით უდავოდ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის