რობერტა მეცოლა - გაფართოება არის და იქნება ევროკავშირის უძლიერესი იარაღი

გაფართოება არის და იქნება ევროკავშირის უძლიერესი იარაღი. გაფართოება ეს არის ინვესტირება მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კეთილდღეობაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის და დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი იყო.

„გაფართოება არის პროცესი, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც ამჟამინდელი წევრებისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ უნდა დავიწყოთ ჭეშმარიტი განხილვა ევროკავშირის საკუთარ, შიდა რეფორმებზე, რადგან უნდა ვიყოთ მზად, როდესაც კანდიდატები მზად იქნებიან. უნდა დავიწყოთ ახლავე, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი“, - აღნიშნა მეცოლამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!