ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა. მასწავლებლების ნაწილმა და მოსწავლეებმა სკოლების დირექტორებთან ხელშეკრულების შეწყვეტა გააპროტესტეს. ისინი იმ ადამიანების დატოვებას ითხოვენ, ვინც აღნიშნულ პოზიციას აქამდე იკავებდა.

აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება.მიიღეს. მინისტრს ვთხოვთ ეს უსამართლო გადაწყვეტილება შეცვალოს. უსამართლობის შეგრძნება მაქვს. ფიზიკურად ვერ მოვახერხე, რომ კლასში შევსულიყავი და გაკვეთილი ჩამეტარებინა. არ ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ამ უსამართლობას ბოლო როდის მოეღება. მოვიდეს მინისტრი ჩვენთან რაიონში და გაგვესაუბროს პედაგოგებს, ბოლო ორი მინისტრი არც ვიცი ვინ იყო და ვინ არის“,- განაცხადა ხელოვნების მასწავლებელმა ნანა გაბელიამ.

ჩხოროწყუს სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება