სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ და „პარაგრაფ შეკვეთილის“ გაყიდვების დირექტორი - „M&I Tbilisi 2024“-ის ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა, რომელიც საქართველოში იმართება

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi 2024“ მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გავლენიან საერთაშორისო კომპანიებს შეხვდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასტუმრო სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ და „პარაგრაფ შეკვეთილის“ გაყიდვების დირექტორი თამარ ჩხეიძე, როგორც მან აღნიშნა, m&i ფორუმი მსოფლიო დონის მოვლენაა.

„ვფიქრობ, საქართველოსთვის ამ ღონისძიების მასპინძლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტურიზმის სექტორში მომავალი წლისთვის, და არა მხოლოდ ტურიზმის, ცნობადობის კუთხითაც საქართველო ევროპის ქვეყნებში რუკაზე მოინიშნება როგორც ერთ-ერთი ახალი საინტერესო ადგილი საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების გამართვის კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე 2024 წელს საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!