არჩილ თალაკვაძე - ოჩამჩირეში ბაზების განთავსება ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს ქვეყანაში და წარმოადგენს საოკოპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდა მშვიდობას, უსაფრთხოებას და დგამდა ემოციურ ნაბიჯებს, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამას და ვდგამთ პრაგმატულ ნაბიჯებს, რომელიც პარტნიორებთანაა შეთანხმებული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების განთავსების საკითხის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოჩამჩირეში ბაზების განთავსება ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს ქვეყანაში.

„ეს ნაბიჯი ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში და წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას საოკუპაციო რეჟიმის და ოკუპაციის პროცესში გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენთვის მიუღებელია და ეს მიმართულია საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაახმოვანა პოზიცია, განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!