გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - GRUNI პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელთანაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კვლევებს აქვეყნებს

GRUNI პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელთანაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კვლევებს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს დაწყებული თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შორის დადებულ მემორანდუმს ეფუძნება, ორგანიზაციები შეთანხმდნენ სისტემატიური ერთობლივი კვლევითი და პრაქტიკური ტიპის ღონისძიებების ორგანიზებაზე.

თანამშრომლობის შედეგად, 2023 წლის 30 აპრილს უკვე გამოიცა პირველი ერთობლივი პროდუქტი სახელწოდებით: „Future of Jobs”, რომელიც WEF-ის ე.წ. FLAGSHIP REPORT-ის კატეგორიაში გადის.

გარდა კვლევისა, რომელიც 22 ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია მიწვეულ იქნა ჟენევაში, WEF-ის სათავო ოფისში დასაქმების სამიტზე, რომელშიც რამდენიმე ასეული დელეგატი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან.

გრუნისა და WEF-ის თანამშრომლობა გრძელდება, მიმდინარეობს ახალ კვლევებზე მუშაობა, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი გრუნის პროფესორები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება