ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„დარჩეს ბატონი ტარიელი“, „მოგვეცით არჩევანის უფლებ“, „ძირს უსამართლობა“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დირექტორის არჩევნებიდან ტარიელ კალანდაძის კანდიდატურის მოხსნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ არ მიეცა მას აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. მათი თქმით, სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ერთი კანდიდატი, იმავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა ლომთაძე წარედგინა, რომელიც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.

„ბატონმა ტარიელმა დააკავშირა პედაგოგი პედაგოგს, სკოლა სკოლას დაამსგავსა და მძიმე წუთებში გვერდში გვედგა. ის არის ჩვენი ღირსეული საყრდენი. მის გარეშე ჩვენი აქ ყოფნა წარმოუდგენელია. რატომ ჩამოაშორეს დირექტორის თანამდებობას არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი უსამართლობაა. ჩვენი სკოლა აპოლიტიკურია და ჩვენი დირექტორი არასოდეს პარტიის წევრი არ ყოფილა", - განაცხადა მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მზია ურუშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება