დავით ასათიანმა საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმზე ადვოკატურის მონოპოლიის შესახებ ისაუბრა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასტანაში გამართულ VII სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის თემაა: ,,ძლიერი იურიდიული პროფესია-კანონის უზენაესობის საფუძველი“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ასათიანი ფორუმზე ადვოკატურის მონოპოლიის შესახებ მოხსენებით წარსდგა და ფორუმის მონაწილეებს ქართული გამოცდილება გაუზიარა.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქართული ადვოკატურის მიღწევებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს დელეგაციის სახელით საერთაშორისო ფორუმზე ადვოკატთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმაც ისაუბრა, ამირან გიგუაშვილის მოხსენება იურიდიული დახმარების სერვისს და ამ მიმართულებით ქართულ გამოცდილებას შეეხო.

საერთაშორისო სამართლებრივი ფორუმი სამდღიანია და მასში ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA), ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა (BRAK) და სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!