ირაკლი კობახიძე მისივე განცხადებაზე - ასეთ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 დღის განმავლობაში - რაზე გადაირია ჩუგოშვილი და ბესელია?

რაზეც, დღეს თამარ ჩუგოშვილი და ბესელია აღშფოთდნენ და გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში, - ეს კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ იმ ინფორმაციის განმარტებისას, რომლის მიხედვით, “შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევიდოდა.

კობახიძემ ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილების საკითხზე მიმდინარე დავა ზუსტად იმის ანალოგიურია, პარლამენტის სტატუსიდან გამომდინარე მის მიერ მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს არ გაეგზავნოს და პირდაპირ ძალაში შევიდეს.

“კონსტიტუციის 36-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს. ასევე, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში არის 45-ე და 46-ე მუხლები, სადაც საუბარია კანონშემოქმედებაზე, ხელმოწერაზე - სადაც თემა პრეზიდენტსაც ეხება, იმას აწესრიგებს, მაგრამ 36-ე მუხლში წერია, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონი 36-ე მუხლის საფუძველზე მივიღეთ. შესაბამისად, ის არ საჭიროებს გაგზავნას პრეზიდენტთან და დაუყოვნებლივ ამოქმედდება. კანონი უკვე ძალაშია! იქიდან გამომდინარე, რომ ის მიღებულია არა 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე - “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება. სადაც პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, იქ არის 45-46-ე მუხლები, იგზავნება პრეზიდენტთან, მაგრამ აქ არის 36-ე მუხლის საფუძველზე და არავის ხელმოწერა არ სჭირდება. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია! ჩვენ ჩვენი დისკრეციით ვმოქმედებთ და კანონს 36-ე მუხლის საფუძველზე ვიღებთ, ამიტომ მას პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება.ახლა ცოტა რომ დავსერიოზულდეთ, მე ასეთ რამეს გეტყვით - არის კომენტარი თამარ ჩუგოშვილის, რომელიც ამ ყველაფერზე აღშფოთდა, გადაირია, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. უფრო მეტიც, მან ეს ყველაფერი ძალაუფლების უზურპაციად შეაფასა. ასევე, ეკა ბესელია, რომელიც მათი დამცველია, ამბობს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. თუ არ გადააგზავნით, “ქართული ოცნება“ კონსტიტუციას დაარღვევსო. რატომ? კონსტიტუციის 36-ე მუხლით ხომ ვიმოქმედეთ, სად დაირღვა კონსტიტუცია?! – რაზეც, ჩუგოშვილი და ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, “შეკრებებისა და მანიფესტაციებს შესახებ“ კანონში ცვლილებები ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია