პარლამენტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს" მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს" მხარი დაუჭირა.

სარატიფიკაციო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი თქმით, დამფუძნებელ შეთანხმებაში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს გაფორმდა, ცვლილებები ორ მუხლში შედის. პირველი ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოპერაციების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება სუბსაჰარული აფრიკისა და ერაყის მიმართულებით. მეორე ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვეულებრივ ოპერაციებზე საწესდებო კაპიტალის შეზღუდვები მოიხსნება და დირექტორთა საბჭო აღიჭურვება ნდობით, რომ დააწესოს და ბანკის ფინანსური მდგრადობის დაცვის გათვალისწინებიით ლიმიტი შეინარჩუნოს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის