უკრაინა ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს გმობს

უკრაინა ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებს გმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„უკრაინა გმობს ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისტულ თავდასხმებს, მათ შორის სარაკეტო თავდასხმებს იერუსალიმისა და თელ-ავივის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და მისი ხალხი“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, ისრაელში საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!