მიხეილ სარჯველაძე - არ იქნება ვეტო პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მომგებიანი, რადგან აღმოჩნდება იმ პოზიციის გულშემატკივარი, რომ საქართველოში სახიფათო ბარიკადები აღდგეს

არ იქნება ეს ვეტო მაინც და მაინც პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იმიტომ, რომ ძალაუნებურად აღმოჩნდება იმ პოზიციის გულშემატკივარი, რომ საქართველოში აღდგეს სახიფათო ბარიკადები - დღეს პრეზიდენტს რომ შეიძლება ჰქონდეს ანტაგონისტური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მარტო ეს ნუ გახდება მიზეზი ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

სარჯველაძის განმარტებით, თავიდანვე არასწორად მოხდა აღნიშნული ცვლილებების ინტერპრეტაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს ამ კანონის შინაარსი.

„განხილვების პროცესშიც ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, ვეუბნებოდი ხოლმე ოპოზიციონერებსაც, რომ ნუ ეცდებით სხვაგვარად, დამახინჯებულად წარმოაჩინოთ სიტუაცია-თქო. გაიხსენეთ, პირველსავე დღეებში როგორ იყო განცხადებები გაკეთებული, რომ კარვებს კრძალავენო. ეს ხომ აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, აბსოლუტური, ტოტალური ტყუილი. ეუბნებოდნენ, რომ აწი კარვების დადგმის უფლებას ეს კანონი არ მოგვცემსო - ეს არის ტყუილი! ჯერ ერთი, მარტო კარვებზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება. იქ არის, მაგალითად, ისეთი ბარიკადების მოწყობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანის უსაფრთხოებას, ან იწვევდეს ბლოკირებას ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის საავადმყოფო, სკოლა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ისეთი ბარიკადები მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, რომელიც სახიფათოა სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის, მათი ნებაა და ასე იფიქრონ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქმედი სამართალი ამას ვერ შეიწყნარებს და ვერ იქნება ეს მიღებული და გაზიარებული. მე გამიჭირდება ვთქვა, რომ პრეზიდენტი ჩახედულია, მაგალითად, სტრასბურგის იურისპრუდენციაში ამ თვალსაზრისით, რომ იცის, მათ შორის, კანონპროექტის შინაარსი იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ის კვლავ იმ ტალღაზეა, რომ თითქოს, იკრძალება ზოგადად კარვების განთავსება. არ იქნება ეს ვეტო მაინც და მაინც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი, იმიტომ, რომ ძალაუნებურად აღმოჩნდება იმ პოზიციის გულშემატკივარი, რომ საქართველოში აღდგეს სახიფათო ბარიკადები, თუ უნდა ამ პოზიციაზე დგომა და ამის გულშემატკივრობა, ეს მისი ნება იქნება, მაგრამ ზუსტად ამის გულშემატკივრობაა დღეს ვეტოს დადების გულშემატკივრობა. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნება, რომ ზოგადად გარკვევა მოხდეს რა არის შინაარსი და დღეს პრეზიდენტს რომ შეიძლება ჰქონდეს ანტაგონისტური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მარტო ეს ნუ გახდება მიზეზი ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო