ნუგზარ წიკლაური - ფაქტია, დაპირებები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა მენეჯმენტმა გასცა შესრულებული არ არის და გაჩნდა ნაპრალი - ცხადად ვხედავთ კრიზისის ნიშნებს

ფაქტია, რომ ის დაპირებები, რომელიც გაცემული იქნა [„ნაციონალური მოძრაობის” ახალი მენეჯმენტის მხრიდან] შესრულებული არ არის და გაჩნდა ნაპრალი - ამიტომ არის, რომ ამდენი შეშფოთებული ადამიანი იკრიბება დღეს თბილისში, ზეგ ზუგდიდში, მას ზეგ ქუთაისში და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა, ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში“ განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, პარტიის ახალი მენეჯმენტის შეუსრულებელი დაპირებებიდან გამოყოფდა ბევრ საკითხს, მათ შორის: საპროტესტო მუხტის გაზრდას, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ქმედითი ზომების მიღებას და ა.შ.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა მენეჯმენტმა სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გზა დატოვა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს პოზიტიური იმედის ქონა.

„ღია დისკუსიას წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრო, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს შეხვედრა არის იმ მასშტაბის შეხვედრებიდან პირველი, რომელიც გაიმართება ამ თემებზე იმიტომ, რომ 8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“” მენეჯმენტის ცვლილება მოხდა და ახლა, ყველასთვის მნიშვნელოვანია პასუხები კითხვებზე, რა, როგორ გაკეთდა, რა ვერ შეძლო ახალმა მენეჯმენტმა. ჩვენ ცხადად ვხედავთ კრიზისის ნიშნებს რომელი ახალი მმართველობის მოსვლის შედეგად არსებობს და ამიტომ, ახლა სასაუბრო არის არამხოლოდ პოლიტიკოსებს შორის, არამედ იმ ადამიანებს შორისაც, რომლებიც ამდენი წელი მხარს უჭერდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, დისკუსიების შედეგად გამოიკვეთება პასუხი კითხვაზე, რამდენად რჩება შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნოს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო