ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ დანიელ ჰაგარის თქმით, “ჰამასმა” მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა.

„არსებობენ მძევლები და ომის ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა. ასევე არიან დაღუპულები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს - ომში ვართ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ამასთან, “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, ისრაელის არმიის "უფროსი ოფიცრები" დაატყვევეს.

„ის რაც ჩვენს ხელშია გაათავისუფლებს ყველა პატიმარს ისრაელში. დავატყვევეთ საოკუპაციო არმიის უფროსი ოფიცრები“, - განაცხადა სალეჰ ალ-არაურმა „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა პასუხი გასცეს ისრაელის სახმელეთო შეჭრას ღაზაში, რაც, მისი მტკიცებით, „საუკეთესო სცენარია მტრის წინააღმდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება